თეგებით ძიება

თბილისის ნაწილს წყალი 10 საათით შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი 10 საათით შეუწყდება.

„1 მაისს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N341-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 1 მაისს 22:00 საათიდან 2 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილი 3 მე-3ა მ/რ მთლიანად; ვარკეთილი 3 მე-3 მ/რ N 301, 302, 303, 304, 304, 304გ და 304ვ; რაფაელ დვალის; ნიკოლოზ ლანდიას, რწმენის, ოჯალეშის, ჩხენკელის, სადგერის, ყადირ შერვაშიძის, ლადო კოტეტიშვილის, გახოკიძის N 165 N 167, თაყაიშვილის N5 - N29, თაყაიშვილის N54 ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა