თეგებით ძიება

"კითხვა მაქვს, რუსული ფორმით რომ "პოლონელი" "ტურისტი" დაბოდიალობს, თან ორი... ამათ ვინმე აკონტროლებთ?" - თბილისში რუსი სამხედროები დააფიქსირეს (ფოტოები)

სოციალური ქსელის მომხმარებლის, დავით მთვარელიშვილის ინფორმაციით, მან თბილისის ქუჩებში რუსული სამხედრო ფორმით მოსიარულე მამაკაცები დააფიქსირა.

"საინტერესო რამ მინდა მოგიყვეთ:

ლესელიძეზე შემხვდა ეს ორი "ტურისტი", რა თქმა უნდა ჯერ ფოტოები გადავუღე და შემდეგ ეს მოხუცი გავაჩერე, როცა მოხუცი გაჩერდა, წინ მდგომმა ახალგაზრდამ გზა გააგრძელა და საპატრიარქოსთან ჩაუხვია, ეს მოხუცი კი შემრჩა ხელში

საიდან ხართქო რომ ვკითხე, პოლონელი ვარო, ოღონდ საუბარი ინგლისურად რომ დავიწყე, არ მიპასუხა, რუსულად ვსაუბრობო (საინტერესო პოლონელია, რომელსაც რუსულად საუბარი  უფრო სიამოვნებს, ვიდრე ინგლისურად) როცა ვკითხე, რუსული ფორმა "გორკა" რატომ გაცვიათქო, მიპასუხა პოლონურია და არა რუსულიო, ასევე საუბარში მითხრა რომ ყოფილი სამხედროა, (ვერც დამალავდა, სამხედრო ჟეტონი ყელზე ეკიდა) და აქ როგორც ტურისტი ისე იმყოფებოდა, (აბა რუსი ჯარისკაცი აქ ვსეირნობო, რა თქმა არ უნდა არ მეტყოდა) 

ხოდა კითხვა მაქვს, მიხარია ამ საუბრის დროს სუსის შკოდამ რომ ამაყად ჩამიარეთ, მაგრამ რუსული ფორმით რომ "პოლონელი" "ტურისტი" დაბოდიალობს, თან ორი... ამათ ვინმე აკონტროლებთ?", - წერს დავით მთვარელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს საქართველოს ტეროტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს. დღემდე რუსული ჯარი დგას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა