2 მაისს ქუთაისში “გვირილობა” აღინიშნება
2 მაისს ქუთაისი “გვირილობას” აღნიშნავს.
ორმაისობა, ანუ ქუთაისქალაქობა ტრადიციულად წელსაც მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული.
დღესასწაული 2 მაისს, 09:00 საათზე მეუფე იოანეს მიერ ქუთაისის დალოცვით დაიწყება და 5 მაისს რეზო გაბრიაძის წიგნის – “ჩემი პატარა ქალაქი” პრეზენტაციით დასრულება.
ორმაისობის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, სპორტული აქტივობები, ჯომარდობა, კონცერტები.
ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, ასევე ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება.
ღია სივრცის გარდა დაგეგმილია აქტივობები აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრსა და სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.