თეგებით ძიება

"ურნაში $10 000 იპოვა, არ მოისვენა, სანამ არ მიაგნო პატრონს ... ეს ადამიანები მიყვარან სულში და გულში" - რას წერს ჟურნალისტი?

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას იხსენებს და მეეზოვეებთან დაკავშირებით საკუთარ მოგონებაზე წერს.

"ეს ადამიანები მიყვარან სულში და გულში - დილაადრიან რომ მოედებიან დედაქალაქის ქუჩებს და მისალმებაზე ღიმილითა და სითბოთი რომ გპასუხობენ - ალბათ, ჩვენსავით უხვპრობლემიანები, ადრე, თბილისზე ადრე გაღვიძებულები და ქუჩაში გამოსულები. 

ერთ ასეთ მეეზოვეზე იყო ნიუსი - ურნაში 10.000 დოლარი იპოვა, იქვე დარჩა, მეგობრებს სთხოვა, საათნახევარში მომაკითხეთ, თუ პატრონს ვერ მივაგენი, პოლიციაში წავიდეთო, მაგრამ არ დასჭირდა პოლიცია, არ მოისვენა, სანამ არ მიაგნო.

რამდენჯერ შევხვედრივარ, სულ მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ რაღაცნაირად, სულ მერიდებოდა. ერთხელ, ხელფასი ახალაღებული მქონდა და საჩუქრის გაკეთება მომინდა, ფეხი მტკიოდა, ძლივს დავდიოდი, სანამ მესამე სართულიდან ჩავიდოდი, დიდი დრო გავიდოდა, დავუძახე, მივესალმე და ვუთხარი, საჩუქარი მინდა გაგიკეთოთ, უარს ნუ მეტყვით მეთქი, თან ყავარჯენი დავანახე - ვერ ჩამოვალ, ჩამოვუშვებ-მეთქი.

კალათში სასწრაფოდ ჩავდე დედაჩემის გამოგზავნილი დაკონსერვებული აჯაფსანდალი, პომიდვრის წვენი, კუპატები - მოკლედ, რაც ხელში მომხვდა. ზემოდან გახსნილი სიგარეტის კოლოფი დავადე. 

-ნობათი სამეგრელოდან, - ჩავღიმე ზემოდან.

სახე გაუნათდა. 

- ესენი სულ ჩემია? აუფ, სახლში გაუხარდებათ, მაგრამ სულ ცხარე იქნება, არა? - და დაამატა - არ ვეწევი, ოქრო კაცო. 

- არა უშავს, კოლოფი არ გადააგდოთ, წარმატებები! - ვუთხარი, ხელი ავუწიე და ოთახში შევედი, რომ დამატებითი მადლობები არ მომესმინა - კოლოფში ასლარიანი ჩავდე - მაქსიმუმი, რაც მაშინ შემეძლო: 235 ლარი მქონდა იმ ქეშის გარდა ბარათზე, ზუსტად მახსოვს.

მას მერე ვძმაკაცობთ. ერთხელაც, აუცილებლად ჩავირბენ და ჩავეხუტები.

- "ნახე, როგორ ადრე გვიან!

ადრე არა, გვიან გვიან!" -

ტარიელ ჭანტურია გამახსენდა", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა