მშობლებმა 8 თვის შვილი მოკლეს, კვალის დასაფარად კი ჩვილი დაანაწევრეს და პარკით გადამალეს - სასტიკი დანაშაული რუსეთში
რუსეთში, ცოლ-ქმარმა 8 თვის შვილი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, გოგონას სხეული დაანაწევრა და პარკით გადამალა. შემთხვევა დონის როსტოვში მოხდა.
რუსული ტელეგრამ არხის ცნობით, 33 წლის მამაკაცი ცოლს ეჩხუბებოდა, როდესაც მეუღლეს ფეხი მოუქნია შემთხვევით ის ჩვილს თავში მოხდა, რის შედეგადაც 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა.
მოგვიანებით, პოლიციაში დედამ ბავშვის გაუჩინარების შესახებ განაცხადა.
მიუხედავად დანაშაულის დამალვის მცდელობისა, ცოლ-ქმარი პოლიციამ დააკავა.