თეგებით ძიება

"თქვენ ვერასდროს იქნებით წარმატებულები, ვერც ბედნიერები იცით რატომ, სიყვარული და მეგობრობა არ შეგიძლიათ" - გიორგი მასხულია

ქართველი დიზაინერი, გიორგი მასხულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოების ნაწილს მიმართავს.

"არ ვიცი ადამიანები რატომ სივდებიან ესე მომენტალურად, დავიჯერო ზედმეტი ჭამის ბრალია? თუ უბრალოდ წარმატებული ადამიანები ყველა საფეხური ასე შურით მოქმედებს თქვენზე.

გააკეთეთ ჩვენზე უკეთესად, შეძელით ყველა მიზნის ასრულება თქვენც ჩვენზე უკეთესად, თქვენ ხომ ჩვენზე უკეთესები გგონიათ თქვენი თავი, ხოდა დადეთ ჩვენზე მეტი "ბექგრაუნდი".

და იყავით წარმატებულები თქვენც, ჩვენ თქვენი ნამდვილად არ შეგვშურდება, მაგრამ ვერ აკეთებთ ამ ყველაფერს დროს კარგავთ ჩვენს ქილიკში და ჭორაობაში, თქვენ ვერასდროს იქნებით წარმატებულები, ვერც ბედნიერები იცით რატომ, სიყვარული და მეგობრობა არ შეგიძლიათ", - წერს გიორგი მასხულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა