თეგებით ძიება

მტვრის ქარიშხლის გამო სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა - რა ხდება აშშ-ში?

აშშ-ის ილინოისის შტატში, მტვრის ქარიშხლის გამო გზატკეცილზე ერთმანეთს 70-ზე მეტი მანქანა დაეჯახა, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.

ილინოისის შტატის პოლიციის კაპიტნის, რაიან სტერიკის ცნობით, ავტოკატასტროფაში 40-დან 60-მდე მანქანა მოჰყვა, 30-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ავარიის შედეგად ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლება რესპირატორული პრობლემების მქონე მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა