თეგებით ძიება
02. 05. 2023 ვიდეო

ჩემი შვილი წამებით მოკლეს, ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ არაფერს არავის შევარჩენ - თამარ ბაჩალიაშვილის დედა - VIDEO

დუღუპული პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საქმის ახალ გარემოებებსა და საკუთარ გეგმაზე "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

თამაზაშვილის თქმით, ის დანებებას არ აპირებს, სიმართლის გასარკვევად ბოლომდე იბრძოლებს.

"ჩემი შვილი წამებით მოკლეს, მე გაჩერებას არ ვაპირებ. რაც ეს ამბავი გავიგე არ მძინავს. ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ არაფერს არავის შევარჩენ!

მათვე თანამშრომლის მიერ დადებული ფაქტების შემდეგაც თუ არ მოხდება გამოძიების დაწყება, მივმართავთ რადიკალურ ზომებს – აქცია იქნება, შიმშილობა და სხვა. უკან არ დავიხევ“ , – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. პროკურატურის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აღნიშნული საქმის გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ ტელეკომპანია "ფორმულას“ სკანდალური ინტერვიუ მისცა და გამოძიების სავარაუდო გაყალბებაზე ისაუბრა.

გამომძიებლის განცხადების შემდეგ, პროკურატურამ საქმის გამოძიება განაახლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა