თეგებით ძიება
02. 05. 2023 მსოფლიო

ვინ იმალებოდა გიგანტური ფისოს კოსტიუმში? - Met Gala 2023-მა მსოფლიო აღაფრთოვანა

მსახიობმა, ჯარედ ლეტომ წითელ ხალიჩაზე გაიარა გიგანტური ფუმფულა კოსტიუმით, რომელიც შთაგონებულია კარლ ლაგერფელდის საყვარელი კატის, შუპეტის მიერ.

მეთ გალა 2023 ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა. წლევანდელი მეთ გალა თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ლეგენდას, დიზაინერ კარლ ლაგერფელდს მიეძღვნა. "კარლის პატივსაცემად", - სწორედ ასე ერქვა წლევანდელი მეთ გალას თემას. 

როცა ჯარედ ლეტო წითელ ხალიჩაზე ბეწვში გახვეული გამოჩნდა, კოსტიუმი სახესაც უფარავდა და ყველა დაინტერესდა, ვინ იყო სინამდვილეში შუპეტის კოსტიუმში გამოწყობილი სტუმარი.

ცნობისთვის, კარლ ლაგერფელდის კატა შუპეტი ჯარედ ლეტოზე ნაკლებად პოპულარული სულაც არ არის. შუპეტი დაჯილდოებებზე ხშირად ჩნდება და კერძო თვითმფრინავებითაც მგზავრობს. ჯარედ ლეტოს კი შუპეტის კოსტიუმის მორგებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობა არ გასჭირვებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა