თეგებით ძიება

"ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან კავშირი არ გააჩნია - კახა კალაძე

თბილისი მერი, კახა კალაძე აცახებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან კავშირი არ გააჩნია.

"ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე. ჩემს გუშინდელ კომენტარში რა იყო ანტიდასავლური? „ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ორგანიზაციას საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავისი ქმედებებით დაადასტურა და აჩვენა მთელ მსოფლიოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი.

დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულობასთან ამ დაჯგუფებას საერთოდ კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან. ჩემი განცხადებები, რა თქმა უნდა, ანტიდასავლური არ ყოფილა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თბილისის მერიის შენობასთან აქცია გამართეს. მათ კახა კალაძის გუშინდელი განცხადება გააპროტესტეს და თქვეს, რომ მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

კახა კალაძემ 1-ელ მაისს თქვა: "12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით იქნება შესრულებული, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, თუ მოგვცემენ გაგვიხარდება, ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა