თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს. ასეთი რამ გაგონილა?! - ირაკლი ზარქუა

მმართველი პარტიის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია.

მისი თქმით, ექსპრემიერს საკუთარ საბანკო ანგარიშებზე წვდომა არ აქვს.

„იცით, რომ ადამიანს პირად ანგარიშზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამას მოჰყვა საერთაშორისო დიდი მასშტაბის ბანკიც, საბაზრო ეკონომიკა არ გაპატიებს ასეთ მიდგომას და ბანკი გაკოტრების ზღვარზეა. ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს. ასეთი რამ გაგონილა?! ბუნებრივია, არაპირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი სანქცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო სასამართლო მოიგო, საერთაშორისო არბიტრაჟები, "ბეზპრიდელია", მეტი არაფერი", -აცხადებს ზარქუა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი sanctions.nazk.gov.ua მუდმივად აახლებს იმ პირთა სიას, რომელთა სანქცირებისკენაც უკრაინა დასავლურ თანამეგობრობას მოუწოდებს. ამჟამად სია 18,476 პირისგან შედგება, რომელიც ძირითადად რუსეთის მმართველობის და ელიტის ფართო წრეებს მოიცავს.

სიას პროექტის ავტორები სხვადასხვა მხარის მიერ წარდგენილი მონაცემებისა და ინფორმაციების საფუძველზე აახლებენ. ზოგიერთი პირის შესახებ მითითებული წარდგენა კონკრეტულ ინფორმაციებს მოიცავს, სხვების შემთხვევაში კი ის უფრო ზოგადი ხასიათისაა.

ამ სიაში მოხვდა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც, მათ შორის ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და კომპანია “სისტემას” ერთ-ერთი ყოფილი აღმასრულებელი დავით ხიდაშელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა