თეგებით ძიება

მაქსიმუმს გავაკეთებ, მოვიგებ - რას ამბობს ირუ ხეჩანოვი?

ირუ ხეჩანოვი, რომელიც საქართველოს „ევროვიზიაზე“ წარადგენს აცხადებს, რომ მოგების დიდი იმედი აქვს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვიგებ, რადგან მაქსიმუმს ვაკეთებ და გულშემატკივართა უდიდესი არმიაც მიმაგრებს ზურგს. სხვათა შორის, წინასწარი გამოკითხვებით, წელს საქართველოზე ძალიან დიდი გამოხმაურებებია, რაც ძალიან მიხარია. ერთი სული მაქვს, სცენაზე დავდგე და ჩემი ქვეყანა ვასახელო, წარმატება მოვუტანო.

ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი გოგო ვარ. რამდენ კონკურსშიც მიმიღია მონაწილეობა, აბსოლუტურად ყველგან მომიგია, არც ერთი კონკურსი არ წამიგია და ისეთი გეზი მაქვს აღებული, არც წავაგებ (იცინის)“, - აცხადებს ხეჩანოვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა