თეგებით ძიება
02. 05. 2023 მსოფლიო

ომი უნდა დამთავრდეს - დმიტრო კულება

ნაკლები უნდა ვისაუბროთ კონტრშეტევაზე და მეტი ვიმუშაოთ, რომ განვახორციელოთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს.

"ნაკლები უნდა ვისაუბროთ კონტრშეტევაზე და მეტი ვიმუშაოთ, რომ განვახორციელოთ. ომი უნდა დამთავრდეს, ეს ყოველდღიური სამუშაოა. გადახედეთ პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებს, არ არსებობს, რომ პრეზიდენტმა არ დააყენოს იმ იარაღის მოწოდების საკითხი, რომელიც ჩვენი ბრიგადებისთვის აუცილებელია“, – განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა