თეგებით ძიება
02. 05. 2023 სპორტი

ხვიჩას და "ნაპოლის" ჩემპიონობამდე რამდენი ქულა აკლიათ? - დეტალები

"ნაპოლის" და მის ქართველ გარემარბ, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონობამდე, სულ რაღაც, 1 ქულის მოპოვება აკლიათ.

"ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვება სერია A-ს 32-ე ტურშიც შეეძლო, თუმცა ქართველის გუნდმა “სალერნიტანასთან” გამარჯვება ხელიდან გაუშვა, ფრეს (1:1) დასჯერდა. 

“იუვენტუსი” “ბოლონიას” დაუზავდა (1:1) და ოქროს მედლების მოპოვების თეორიული შანსი დაკარგა. 79 ქულით ლიდერი “ნაპოლია”, რომელსაც 18 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანი “ლაციო”. შესაბამისად, იმისათვის, რათა ჩემპიონები გახდნენ, ნეაპოლელებს შემდეგ ტურში “უდინეზესთან” 1 ქულის მოპოვებაც ჰყოფნით.

3 მაისს “ლაციო” “სასუოლოს” უმასპინძლებს, “ნაპოლი” კი 4 მაისს სტუმრად “უდინეზეს” დაუპირისპირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა