თეგებით ძიება

"გილოცავთ, უკვე ნატო-ს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ!" - თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველო ნატო-ს სწავლებებში მონაწილეობას არ იღებს.

"გილოცავთ, უკვე ნატო-ს სწავლებებშიც აღარ ვმონაწილეობთ!

ეს არგუმენტი რომ თურმე ძვირია, არ მიიღება. 

პირველი იმიტომ, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანზე რაზე ხარჯავთ ფულს;

და მეორე და მთავარი, მსგავს სწავლებებში მონაწილეობა ჩვენ, როგორც წესი, დიდი არაფერი გვიჯდებოდა იმიტომ რომ  ტრადიციულად პარტნიორები უზრუნველყოფდნენ ხოლმე!", - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, საქართველო, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს არ მონაწილეობს ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“ (Defender 23).

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს, რადგან საქართველო წელს 20 სხვა საერთაშორისო სწავლებაში იღებს მონაწილეობას, ხოლო „კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა