შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცის ფრონტზე რუსეთის დანაკარგების შესახებ - დმიტრო პესკოვი
კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ სანდო ინფორმაცია არ აქვს.
"ვაშინგტონს არ აქვს შესაძლებლობა ომში დანაკარგების შესახებ სწორი რიცხვი დაასახელოს. მათ არ აქვთ ასეთი მონაცემი. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ მხოლოდ იმ მონაცემებზე, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს“, - აცხადებს პესკოვი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.