თეგებით ძიება

„იცით რა გადავიხადე მხოლოდ ამ გეგმიურ გამოკვლევებში? 532 ლარი!!! შოკში ჩავვარდი“ - რას წერს ბაია პატარაია?

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ გეგმიური სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა, რაც 532 ლარი დაუჯდა.

„დღეს ვიყავი ექიმთან, არაფერი განსაკუთრებული, წელიწადნახევარში ან ორ წელში ერთხელ ვიკეთებ იმ გამოკვლევებს, რომელიც რეკომენდირებულია რომ გაიკეთოს ქალმა: ფარისებრი, მკერდი და საშვილოსნო, ეხოები, პაპტესტი, ანალუზები რომ გამორიცხო ონკოლოგია და გადაამოწმო. მოკლედ, რაც საჭიროა რა. იცით რა გადავიხადე მხოლოდ ამ გეგმიურ გამოკვლევებში? 

532 ლარი!!!

შოკში ჩავვარდი. მე რა მიჭირს, ხალხო, დაზღვევა მაქვს. ვისაც დაზღვევა არ აქვს, იმან რა უნდა ქნას? 

და მკურნალობა თუ დამჭირდა, ის რა თანხაზე ავა? 

სიგიჟე ხდება ამ ქვეყანაში!

წარმოუდგენელია უკვე აქ საშუალო ხელფასით არსებობა.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა