თეგებით ძიება
02. 05. 2023 მსოფლიო

ჰოლივუდში ათასობით სცენარისტი გაიფიცა

ჰო­ლი­ვუდ­ში კი­ნო­სა და ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის ათა­სო­ბით სცე­ნა­რის­ტი გა­ი­ფი­ცა. მე­დი­ის ცნო­ბით, გა­ფი­ცუ­ლია 9 000-მდე სცე­ნა­რის­ტი.

სცე­ნა­რის­ტე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფე­ბი­სა და პრო­დი­უ­სე­რე­ბის ალი­ანსს, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ჰო­ლი­ვუ­დის მთა­ვა­რი სტუ­დი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, მათ შო­რის, "დის­ნე­ი­სა" და "ნე­ტფ­ლიქსს." სცე­ნა­რის­ტე­ბი მო­ი­თხო­ვენ უფრო მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას და ბო­ნუ­სე­ბის მი­ღე­ბას.

გარ­და ამი­სა, ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, რომ აიკ­რძა­ლოს სცე­ნა­რის წე­რის პრო­ცეს­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­ზეც ვერ აღ­წე­ვენ შე­თან­ხმე­ბას, რად­გან სტრი­მინგ კომ­პა­ნი­ებს სურთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი უფრო მე­ტად და­ნერ­გონ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში.

სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ეთერ­ში არ გავა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პი­რი ეთე­რით გა­და­ი­ცე­მა და შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნას ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით - შე­ფერ­ხდეს გა­და­ღე­ბე­ბი.

ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თუ შე­თან­ხმე­ბას სწრა­ფად ვერ მი­აღ­წე­ვენ, გა­ფიც­ვა ჰო­ლი­ვუდს მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა