რომელ დასახლებებს შეუწყდება ელექტროენერგია? - ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 მაისს 10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი.
12:00-დან 17:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი, ჭალის და ჭოპორტის აგარაკები.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.