საქალაქო სასამართლოში ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკითხვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკითხვა მიმდინარეობს.
შუბითიძე სასამართლოში ადვოკატ, მარიამ მაღრაძესთან ერთად მივიდა.
როგორც სერგო შუბითიძემ აღნიშნა, ის აპირებს მისცეს ჩვენება სასამართლოს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან.
შესვლამდე მას სხვა დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობითვის, სერგო შუბითიძემ 29 აპრილს, „შაბათის ფორმულას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც მან ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქმის გამოძიება გაყალბდა.