თეგებით ძიება

სერგო შუბითიძის დაკითხვა დასრულდა - რას აცხადებს ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის ადვოკატი?

საქალაქო სასამართლოში, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკითხვა დასრულდა.

ყოფილ გამომძიებელს დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც სერგო შუბითიძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ განაცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.

„იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მესმის, რომ მაღალი საჯარო ინტერესია, თუმცა ამ შემთხვევაში, მეტი კომენტარის გაკეთების საშუალება არ გვაქვს. კითხვები შეეხებოდა ძირითადად იმას, რაზეც უკვე გადაცემაში ისაუბრა. ასევე, კითხვები იყო მობილურ ტელეფონთან დაკავშირებითაც. ამ ეტაპზე ფართო კომენტარს ვერ გავაკეთებთ ისევ და ისევ საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე. დამატებით შეკითხვებს ბატონი სერგო გასცემს, როდესაც სურვილი ექნება. რაზეც ისაუბრა გადაცემაში, ყველაფერი ისაუბრა სასამართლო დარბაზში", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობითვის, სერგო შუბითიძემ 29 აპრილს, „შაბათის ფორმულას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც მან ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქმის გამოძიება გაყალბდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა