თეგებით ძიება

შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? - რას აცხადებს შალვა კეკლია?

ხშირად გაიგონებთ ფრაზას: - „ვარდმა თქვა, მაისში მხოლოდ მე ვხარობ და სხვა არავინო…“

ამ ფრაზიდან გამომდინარე კი, საზოგადოების ნაწილის უმეტესობას სჯერა, რომ მაისი ნიშნობა თუ ქორწილი ბედნიერებას არ მოუტანს, ამიტომ ეს თვე ქორწილებით დატვირთული ნაკლებადაა.

საკითხთან დაკავშირებით, ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია განმარტებას აკეთებს.

„ეკლესია წყვილს ჯვარს ისეთ დროს წერს, როცა მარხვა არ არის. ჯვარი აღდგომიდან 1 კვირის შემდეგ არ იწერება... რაც შეეხება მაისის თვეს, რიცხვს, ასეთი რამ ეკლესიაში არ არსებობს. ეს მხოლოდ ხალხური მოსაზრებაა. ამბობდნენ, ვარდი ყვავილობს და ადამიანს არ გაახარებსო. ეს წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ ადამიანს არ ესმოდეს ჯერ ღმერთი და შემდეგ ადამიანი. როგორ შეიძლება, ვარდის აყვავებამ ადამიანს დაოჯახებაში ხელი შეუშალოს. 

რაც შეეხება დაოჯახებას და ჯვრისწერას, ადამიანს ეს ყველაფერი გააზრებული უნდა ჰქონდეს. გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უძღვნის მეორე ადამიანს და უნდა გააბედნიეროს. მაისი ყველაზე ლამაზი თვეა, ვარდი ყვავილობს და ყველას ვურჩევ, ჯვარი მაისში დაიწერონ. ყველაფერი ლამაზია, გაზაფხულის სუნი ტრიალებს. 

მაისში კაბადოკიაში მივდივართ და ჩემი მრევლის წევრს ჯვარი იქ უნდა დავწერო და ლამაზი ქორწილი გადავუხადოთ. მაისში ქორწილი, მგონი, ყველაზე ლამაზია, არც სიცხეა, არც სიცივე. 

მაისში ქორწილის კი არა, თავიანთი არასწორი გადაწყვეტილების უნდა ეშინოდეთ,“ - ამბობს მამა შალვა "პრაიმტაიმთან" საუბარში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა