თეგებით ძიება

„თანხა სრულად გადახდილია..." - ყოველი კეთილი საქმე აუცილებლად დაფასდება

ღარიბი ბიჭი, კარდაკარ გაზეთების გაყიდვით სკოლისთვის გადასახდელ თანხას აგროვებდა. ერთ დღეს, როცა გზას მიუყვებოდა, დაღლილობა და სისუსტე იგრძნო. საწყალი ბიჭს ძალიან შიოდა, ამიტომ, როცა მომდევნო კართან მივიდა, გადაწყვიტა საჭმელი ეთხოვა.

საბრალო ბიჭს ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებდნენ. ბოლოს ერთი გოგონას სახლთან მივიდა. ბიჭმა ერთი ჭიქა წყალი ითხოვა, მაგრამ მისი გაჭირვებული მდგომარეობის დანახვაზე, გოგონა ფინჯანი რძით დაბრუნდა. ბიჭმა ჰკითხა, რამდენი ემართა მას რძისთვის, გოგონამ კი ფულის აღებაზე უარი თქვა.

წლების შემდეგ გოგონა, რომელიც უკვე ზრდასრული ქალი იყო, ავად გახდა.

ვერცერთმა ექიმმა შეძლო მისი განკურნება. ბოლოს ის ქალაქის საუკეთესო ექიმთან მივიდა.

ექიმი ქალს თვეების განმავლობაში მკურნალობდა, სანამ ის საბოლოოდ არ მოარჩინა. განკურნების მიუხედავად, ქალი შიშობდა, რომ საფასურის გადახდას ვერ შეძლებდა. მაგრამ საავადმყოფომ მას ანგარიში გადასცა, რომელზეც ეწერა:

„თანხა სრულად გადახდილია, ერთი ჭიქა რძით“.

მორალი: ყველა კეთილი საქმე აუცილებლად დაფასდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა