თეგებით ძიება

"სუს-ის მთელი მაღალი რანგის ყველა გარეწარი, ამ სადისტური მკვლელობის თანამონაწილეა და გარეულია ამ ბავშვის სისხლში!" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

სპეცოპერაციისას მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაწყებულ ახალ პროცესებს ეხმაურება და წერს, რომ თამარის სიკვდილში დამნაშავე სუსია.

"ეხლა ვუსმენ ფორმულაზე  თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაწყებული  იმ  ახალ პროცესებს, რაც მაგარ და პატიოსან კაცმა  სერგო შუბითიძემ ეს საქმე ხელახლად თავდაყირა დააყენა! 

მთელი სუსის ნაძირალათა ბრბო გააშიშვლა!

ეს საქმე რათქმა უნდა ჩემთვის, ძაან ნაცნობი საქმია, ასევე მტკივნეული!

მე და ბატონ ჯუმბერს ბევრი ტკივილი გვაკავშირებს ერთმანეთის!

აქ ხშირად ისმის კითხვა, თუ იქნება პოლიტიკური ნება ეს საქმე მთლიანად გაიხსენება, აქ რათქმა უნდა არავის არ ვეთანხმები!

ბატონებო ქალბატონებო მინდა გითხრათ პოლიტიკური ნება არ იქნება არა, არც ხელმეორე გამოძიება არ იქნება!

ნუთუ დღემდე ვერ მიხვდით რასთან და ვისთან გაქვთ საქმე?

სუს-ის მთელი მაღალი რანგის ყველა გარეწარი ამ სადისტური მკვლელობის თანამონაწილეა და გარეულია ამ ბავშვის სისხლში!

გონიათ ისინი ერთმანეთის გაწირავენ?

ეს თამარის საქმე დახურეს, თემირლანის საქმე დახურეს, ორივე საქმეში მთელი სუსი მთელი პროკურატურა და ასევე ყველაზე ბინძური სამხარაულის ექსპერტიზაა გარეული, ასევე დამნაშავეც!

ამ საქმეში ყველაფერი გაყალბებულია, ყველაფერი გაფუჭებულია!

ეს როგორც ყველაზე გახმაურებულ თემირლანის მკვლელობის საქმეში!

აქ ერთი საშველი არის და თქვენი შვილების გადარჩენის გზაც, არის  მარტო ამ ხელისუფლების ჩაძაღლება!

სრული ქვეყნის დაუმორჩილებლობის გამოცხადება!

ქართული რუსული ოცნების დამხობა!

სხვა იმედი, რომ ესენი რამე  სამართლიანი ნაბიჯს გადაგამენ არა არა!

არც არანაირი საქმის გადკვალიფიცირება არ მოხდება არა!", - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. პროკურატურის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აღნიშნული საქმის გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ ტელეკომპანია "ფორმულას“ სკანდალური ინტერვიუ მისცა და გამოძიების სავარაუდო გაყალბებაზე ისაუბრა.

გამომძიებლის განცხადების შემდეგ, პროკურატურამ საქმის გამოძიება განაახლა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა