თეგებით ძიება

"ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყენბს და ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს.

"დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1993 წელს დააწესა. ამ დღემ ყველას უნდა შეგვახსენოს მედიის თავისუფლების და მისი დემოკრატიული ხასიათის მნიშვნელობა.

"ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეძლო, საქართველოში თავისუფალი მედია სივრცის შექმნა და ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა.

ინფორმაციის სწრაფი და ობიექტური გავრცელება მნიშვნელოვნად განაპირობებს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ქვეყნის პროგრესს. ჟურნალისტის პროფესია არის უდიდესი პასუხისმგებლობა, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რომლის გარეშე ჩვენც ვერ შევძლებდით საკუთარი სათქმელის მიტანას მოქალაქეებამდე.

ვულოცავ ყველა ჟურნალისტს და მედიაში ჩართულ პირს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ პროფესიას და ქვეყანას და თავისი წვლილი შეაქვს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა