თეგებით ძიება

რა წერია კანონპროექტში, რომელმაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია?

სოციალურ ქსელში ვრცელდება დოკუმენტი, რომელშიც ასახული "ალტ-ინფოს" მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

"ეს დოკუმენტი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტია, რომელიც ალტ-ინფომ ჯერ კიდევ რუსული კანონის ინიცირებამდე შეიტანა პარლამენტში და რომლის განხილვასაც მმართველი პარტია უახლოეს პერიოდში აპირებს. ალტ-ინფოს მიმართ არსებული დიდი ნეგატივის გათვალისწინებით, კანონის სახედ სავარაუდოდ, უფრო ნეიტრალურ სატელიტს არჩევენ, თუნდაც - ინჯიას.

რას გამოიწვევს ამ კანონის მიღება:

- აკრძალული იქნება ნებისმიერი შეკრება ან მანიფესტაცია, თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას ემსახურება, ან რწმენას ეწინააღმდეგება;

- აკრძალული იქნება ნებისმიერი შეკრება ან მანიფესტაცია, თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის 'ომის ან ძალადობის პროპაგანდას' ემსახურება (უკრაინის მხარდამჭერი ნებისმიერი აქცია ალბათ ამაში გავა);

- ნებისმიერი დამრღვევი დაჯარიმდება 3000 ლარამდე ან 25 დღემდე პატიმრობით, ხოლო განმეორებით დამრღვევი დაექვემდებარება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

არ ჭირდება ახსნა იმას, რომ ეს სიმახინჯე ადამიანის უფლებების და სიტყვის თავისუფლების ყველა ფუნდამენტურ სტანდარტს ეწინააღმდეგება. თუ დავუშვებთ, რომ 'მოსულა' ადამიანისთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იმის გამო, რომ ეს რომელიღაცა  ჯგუფს არ მოსწონს, ძალიან მარტივი მისახვედრია, თუ რა მალე გაიზრდება ამ ჯგუფების წრე, რა მალე დავიწროვდება 'შესაძლო სათქმელების' სია და როგორ სახელმწიფოშიც გავიღვიძებთ მოულოდნელად.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ კანონს ხელახლა ფორმალურად ფრიდონ ინჯია დაარეგისტრირებს, თუ მამუკა მდინარაძე. ალტ-ინფოს კანონი ალტ-ინფოს კანონად დარჩება. ეს კანონი აზიანებს არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, არამედ ყველა ჩვენგანის უფლებას, შევიკრიბოთ და ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ამ კანონის მიღება იქნება ლეგალური ბერკეტი ხელისუფლებისთვის, უკანონოდ და დაუშვებლად გამოაცხადოს ნებისმიერი თავყრილობა, რომელიც მას არ მოეწონება, თუნდაც ისეთი, როგორიც კანცელარიასთან მჯდარი დედების პროტესტია. 

სტატუსის მიღების გადაწყვეტილებამდე სულ რამდენიმე თვეღა რჩება. როგორც ჩანს, ვიღაცები ძალიან, ძალიან ცდილობენ, რომ ბრიუსელში საჩვენოდ გადმოხრილი ისარი როგორმე უკან გადაიხაროს", -  წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, საბა ბრაჭველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა