თეგებით ძიება

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური" - თბილისში "ეფ-ეს-ბე"-ს ავტობუსი დააფიქსირეს (ფოტო)

სამოქალაქო აქტივისტი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისში ავტობუსი დააფიქსირეს, რომელსაც "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის" წარწერა აქვს.

"სპორტის სასახლესთან დგას რუსეთიდან შემოსული ავტობუსი, რომელსაც საქარე მინაზე ამაყად გამოკრული აქვს წარწერა მორდორის გერბით -

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური"

რუსეთში ვართ. რ უ ს ე თ შ ი !

ხოდა, იქნებ როგორმე ვუშველოთ ამ ქვეყანას, თორემ ხვალ შეიძლება გვიანი იყოს", - წერს ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს საქართველოს 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული. რუსული ჯარი დღემდე დგას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა