თეგებით ძიება

"დიდი ბოდიში, რომ წამოვედი!" - ნიკო ქართველი მიმართვას ავრცელებს

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ყოფილი მონაწილე, ნიკო ქართველი პროექტის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უცდის. 

"მოგეხსენებათ, ჩემო კეთილო და კარგო ხალხო, დავტოვე "პრაიმ ჰაუსი“, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ბოლომდე გვერდში მედექით და მიდგახართ, არასდროს დავივიწყებ ამას, დიდი მადლობა, რომ ჩემს გამო ათენეთ, აღამეთ და ლუკმა-პურის ფულს იღებდით, რომ სმს-ით მხარი დაგეჭირათ ჩემთვის!

დიდი ბოდიში, რომ წამოვედი! მაგრამ ვიცი, ჩემს ადგილზე დაფიქრების შედეგად იგივეს იზამდით. ადამიანობა, მეგობრობა, გვერდში დგომა არ იყიდება, არაფერია ადამიანობაზე ფასეული, დიდი მადლობა "რუსთავი 2-ის“ სტაფის წევრებს, ძალიან გვერდში მედგნენ და დიდი სიყვარულიც მაჩუქეს.

მადლობა ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, რომლებიც ბოლო წუთამდე სიყვარულს ამჟღავნებდნენ ჩემს მიმართ! რომ არა ისინი, არ მეყოლებოდით თქვენ. მადლობა საქართველოს და გაუმარჯოს საქართველოს! გისურვებთ უდიდეს წარმატებას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას“, - წერს ნიკო ქართველი.

ცნობისთვის, "პრაიმ ჰაუსი“ სალომე უშხვანმა დატოვა. მაყურებლის რჩეული ლუკა გახდა. ამის შემდეგ კი დიმიმ და ნიკომ, პროქტი დატოვეს.

მონაწილეები კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, 20 000-20 000 ლარით დაჯარიმდებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა