კრემლის დაბომბვის შემდეგ, მოსკოვის მერმა დრონები აკრძალა (ვიდეო)
რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა.
გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც კრემლზე, დრონებით თავდასხმის შესახებ გახდა ცნობილი.
"ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შემოგვეღო აკრძალვა ქალაქ მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაზე, გარდა იმ უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით“, - აცხადებს სობიანინი.
მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის უნებართვო გაშვება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ კრემლზე 2 მაისის ღამეს, დრონებით იერიში მიიტანა.