თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობის“ დრო უკვე ჩართულია - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პარტიული რეიტინგების თვალსაზრისით, NDI-ის კვლევა უფრო ახლოს არის რეალობასთან. მისივე თქმით, ზოგადად, მმართველი გუნდი კვლევის შედეგებს როცა არ ეთანხმება და საფუძვლიანი კითხვები აქვს, ამის შესახებ პირდაპირ ამბობს.

„ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და, რასაკვირველია, პატივს ვცემთ სამუშაოს, რასაც ისინი ასრულებენ. რაშიც არ ვეთანხმებით, იმასთან დაკავშირებით საფუძვლიანი კითხვის ნიშნები გვაქვს და ყოველთვის პირდაპირ ვამბობთ ხოლმე.

როგორც ჩანს, NDI-ის კვლევა უფრო ახლოს არის რეალობასთან იმ განსხვავებების თვალსაზრისით, რაც პარტიებს შორის რეიტინგებში ჩანს. სხვა საკითხებზეც საინტერესოა ამ კვლევაში გამოხატული პოზიციები. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, ორი კვირის წინ იყო 15. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ დრო უკვე ჩართულია და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ არჩევნების შედეგით ოფიციალურად გაფორმდება, რომ პარტიამ დაკარგა მთავარი ოპოზიციის ადგილი, როლი, რაც დემოკრატიაში ნამდვილ ოპოზიციას აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა