თეგებით ძიება

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მაისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში: მუხათწყარო, თხინვალა, ლისი, მსხალდიდი, ქვემო ლისი, ხოლო 11:30-დან 12:30 საათამდე - სოფელ გლდანში დავით აღმაშენებლის, 26 მაისის, ყაზბეგის, ჩოლოყაშვილის, იმერეთის, გამარჯვების, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაღაროსკარი, ბარისახო, ზემო ხორხი, ჩარგალი, გუდრუხი, შუაფხო, სონდისველა, თხილიანა, მიგრიაულთა და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ქვეშეთი, ზემო და ქვემო მლეთა, ზემო ამირნი, ხარხეთი, გვიდაქე, ყველანი, ამირთა, ბედონი, სეფე და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნაოზა, აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზარი, ნავაზი, ნატახტარი, ნავდარაანთკარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა