თეგებით ძიება

ნატოს დღის წესრიგში საქართველო ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაი

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გამოწ­ვე­ვე­ბის სა­კი­თხებ­ში, ჯეიმ აპა­ტუ­რა­იმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, ნატო სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ზრდის.

“შე­მიძ­ლია სრუ­ლი­ად ნათ­ლად და დარ­წმუ­ნე­ბით ვთქვა, რომ ნა­ტოს დღის წეს­რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­დღი­უ­რად ძა­ლი­ან მაღ­ლა დგას - საბ­ჭოს დო­ნე­ზე ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე, რო­დე­საც ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, მათ შო­რის მე­ზობ­ლებ­ზე რუ­სე­თის ცუდი გავ­ლე­ნის კონ­ტექ­სტში. უკვე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გავ­ზარ­დოთ, ამას ვა­კე­თებთ. ვიცი, რომ მი­დის სა­უ­ბა­რი, ამ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პროგ­რა­მას მეტი ხორ­ცი შე­ეს­ხას.

რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ენა იქ­ნე­ბა [ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე], რო­მე­ლიც ღია კა­რის პო­ლი­ტი­კას შე­ე­ხე­ბა, გულ­წრფე­ლად არ ვიცი. დო­კუ­მენ­ტის წი­ნას­წა­რი ვა­რი­ან­ტიც არ არის წარ­დგე­ნი­ლი, მაგ­რამ ნა­თე­ლია, ბუ­ქა­რეს­ტის [სა­მი­ტის] პი­რო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს წევ­რი გახ­დე­ბა, რჩე­ბა და ამის არა­ნა­ირ ცვლი­ლე­ბას არ ველი. ასე რომ, და­ვე­ლო­დოთ და ვნა­ხოთ რო­გო­რი ენა იქ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა