თეგებით ძიება

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ  ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.

„დღეს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. ამის გამო მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტში გადავწყვიტეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივმართოთ, რათა ნიკა გვარამიას შეწყალება განიხილოს. ჩვენ სამუდამოდ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და ვიმედოვნებთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს სიმბოლურ გზავნილს გადავცემთ,“ – წერს გრეგოროვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა