თეგებით ძიება

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

კანონში შესაბამისი ცვლილევა პარლამენტმა 84 ხმით, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მიღებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

აღნიშნული პერიოდი ნებაყოფლობითობის რეჟიმში რჩება და ბავშვის მშობელს და კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

ცვლილებით 4900-მდე მოსწავლე შეძლებს სარგებლობას და ის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს შეეხება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა