„ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი“ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და წერს, რომ გონების კარგვის კიდევ რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა.
„როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.
გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება.
დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი.
მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება“, - წერს სააკაშვილი.