თეგებით ძიება

„კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკიდან“ - რას წერს ზაზა შენგელია?

პროდუსერი, ზაზა შენგელია მომღერალ, ნინი შერმადინის ამერიკული წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს.

„კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკიდან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნიჭიერი ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის სიმღერა ''I Will Take You Home'', რომელიც 2018 წელს "ბრავო რექორდსში" ჩაიწერა, ამერიკის რადიო "თავისუფლების" (Radio Freedom, რომელიც ფარავს მაიამისა და ნიუ იორკს), ფავორიტი სიმღერა გახდა და რადიომსმენელების ჩართულობით წარმოებული გამოკითხვების შედეგებით, მეორე ადგილზე გავიდა.

გულით ვულოცავ ნინის ამ წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას და აღიარებას ვუსურვებ, მით უმეტეს თავისი ნიჭიერებით და შრომისმოყვარეობით, ის ამას უდაოდ იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ სიმღერა  2018 წელს "ბრავო რექორდსში" ჩაიწერა, მუსიკის ავტორი თავად ნინი შერმადინია, ხოლო ტექსტის ავტორი ჯაბა ბუცხრიკიძე გახლავთ.

არანჟირება "ბრავო რექორდსის" არანჟირების სპეციალისტს ბორიკო შხიანს ეკუთვნის“, - წერს შენგელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა