თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება - გიორგი კაპანაძე

ენმ-ს წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება. ამის შესახებ კაპანაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა, ნამდვილად დაბრუნდება ხელისუფლებაში პროდასავლური ოპზიციურ პარტიებთან ერთად და გავაკეთებთ ჩვენ კოალიციურ მთავრობას... ფაქტობრივად ამის კონტურები გამოიკვეთა. რაც შეეხება ზოგიერთ პოლიტიკოსს ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, თავისი კრიტიკის ქარცეცხლი მიმართული აქვს ნაციონალური მოძრაობის ან კიდევ ცალკეული ლიდერებისაკენ, ყველას ვურჩევდი: მეგობრებო, ფოკუსი გავასწოროთ“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა