თეგებით ძიება

იმ სივრცეში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კლინიკაში მან გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა.

ჩხაიძე ამბობს, რომ იმ სივრცეში სადაც სააკაშვილია არანაირი რკინის ავეჯი და მითუმეტეს მაგიდა არ დგას.

„საშუალო მედპერსონალისა და მისი გადმოცემით, წონასწორობა დაკარგა, გონების კარგვას, როგორც საშუალო პერსონალი ამბობს და მგონი, თვითონაც არ აცხადებს ამის შესახებ, გონების კარგვა არ ყოფილა. კლინიკური მიმდინარეობა უცვლელია. აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა. არაფერი არ შეცვლილა კვების რაციონთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთგზის საუბრისა და გაფრთხილებისა, არაფერი არ იცვლება, მაინც მოაქვთ იგივე კალორაჟის საკვები", - განუცხადა „ქრონიკას" ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას დღეს გონების დაკარგვის ეპიზოდი გაუმეორდა, წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა