თეგებით ძიება

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება იმას ნიშნავს რომ „ბანძი“ ქვეყანა ხარ - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვს.

„მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება რას ნიშნავს?- ნიშნავს იმას რომ შენ, ინფრასტრუქტურა არ გაქვს, „ბანძი“ ქვეყანა ხარ, წარმოგიდგენიათ? „ბანძ“ ქვეყნად გამოჩნდები. არც კლინიკა გაქვს, არც ექიმები გყავს, არც ინფრასტრუქტურა, ე.ი. თალიბანის ავღანეთი ხარ, რომელსაც არაფერი აქვს. ასე არ შეიძლება. „ქართული ოცნებაც“ ჯიბრშია და ამ სადიზმით კმაყოფილებას იღებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა