თეგებით ძიება

"მოკვლით მემუქრებიან" - "პრაიმ ჰაისის" მონაწილე საგანგაშო მიმართვას ავრცელებს

პროექტ "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე, ლუკა შაფაქიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

"ჩემი კვირის მიმოხილვა.

1. გასულ შაბათს ვიჯექი სკამზე ზედიზედ მესამედ მხოლოდ იმიტომ, რომ კრისტისთან და მერიემთან ერთად გამოვააშკარავე კოალიცია და დავუპირისპირდი მათ.

2. ვხდები მაყურებლის რჩეული და პირველად ხდება, რომ საჩივრის შეტანაზე იწყებენ საუბარს და აპროტესტებენ ჩემს ხმის ლიდერობას. იწყება საზოგადოებაში ნარატივი, რომ ხმები გაყალბებულია და “ჩაწყობაა”.

3. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც განრისხდა ჩემი ხმის ლიდერობის გამო, მემუქრება ცემით და მეუბნება, რომ პრაიმ ჰაუსში ცხოვრებას გამიმწარებს. ამბობს, რომ დედის საგინებელია ის ხალხი და ქვეყანა, სადაც “ჩემნაირი არარაობები” იმარჯვებენ. შემდეგ ხელით იწევს ჩემკენ და მაგინებს დედას. 

4. დიმის და ნიკოს გულშემატკივრებისგან მომდის მუქარის შემცველი შეტყობინებები, სადაც მოკვლით მემუქრებიან მე და ფიზიკურად გასწორებით ჩემს ოჯახის წევრებს.

5. ვუპირისპირდები ანრის, რომელმაც ერთ-ერთ ქალბატონს მიაყენა შეურაცხყოფა და თავისი აგრესიით შეგვეხო თითოეულ ჩვენგანს, როცა უკვე მეორედ და ამჯერად განზრახ დაამსხვრია შუშის კარი და საფრთხეში ჩააგდო თითოეული ჩვენგანი, როცა უზარმაზარი კარი ბოლომდე

დაილეწა.

6. მიუხედად უმძიმესი კვირისა და ურთულესი ემოციური ფონისა, ზედიზედ მეოთხედ მსვამენ სკამზე და მეოთხედ ვხდები აუთსაიდერი. 

უკვე ერთ თვეზე მეტია აუთსაიდერის სკამზე ვზივარ და მრცხვენია ჩემს გულშემატკივრებთან, რომ ვთხოვო მხარი დამიჭირონ და გვერდით დამიდგნენ. როგორ დავავალდებულო ოჯახი,

სამეგობრო, სანათესაო და გულშემატკივრები, რომ ერთი თვის განმავლობაში შეუსვენებლად ათენომ ღამეები ჩემ გამო, დახარჯონ ენერგია და ფინანსები? ძალიან მრცხვენია თქვენთან პირველ რიგში.

უბრალოდ ძალიან მინდოდა ეს უსამართლობები თქვენთვის გამეზიარებინა. 

ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს პროექტი. ბევრჯერ გადავუხვიე, მაგრამ შემოსვლის დღიდან უდიდეს ენერგიას ვდებდი ყველაფერში. ბევრჯერ მქონდა მომენტი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა. ბევრჯერ მენტალურადაც დავეცი ამდენი წნეხის გამო, მაგრამ თქვენთვის საინტერესო კონტენტის და თქვენი საყვარელი ინტერვიუების მოცემა არ შემიწყვეტია. თუ თქვენც დაინახეთ ეს და თუ თქვენც ხედავთ იმ ღვაწლს და შრომას, რაც მე-3 სეზონისთვის გავწიე, მხოლოდ მაშინ დამიდექით გვერდით და მეც ყველაფერს ვიზამ, რომ იმედები გაგიმართლოთ.

P.S. ბოდიშს გიხდით, რომ მიწევს ეს საზიზღარი შეტყობინებები გაგიზიაროთ. ეს, რაც უცებ ვიპოვე, თორემ ზღვაა მსგავსი შეტყობინებებით.

Love, Star boy", - წერს შაფაქიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა