თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს - ივანე ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს. აღნიშნა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან. 

„რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს პაციენტის გადმოცემით ვიცით. როგორც მან აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება, არც საშუალო მედპერსონალის და არც ექიმის მიერ.

საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმებმა. როგორც მორიგე პერსონალი გადმოსცემს, გონების კარგვა არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით გონების კარგვა იყო. ამიტომ, მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. რაც შეხება რკინის მაგიდას, პაციენტი „ლუქს“ პალატაში იმყოფება და რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას, იმ სივრცეში არ არის. გარეგანი დათვალიერებით არავითარი დაზიანების კვალი არ არის, არ ეტყობა. მაგრამ კანონიერად ხდება ვიდეოს ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კამერები და შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა