თეგებით ძიება

"ქალს ხელკეთით სასტიკად სცემეს და ელექტროშოკით აწამეს - ამ ქვეყანაში ქალები არ უყვართ" - რას წერს მაკო ჯაბუა?

ჟურნალისტი, მაკო ჯაბუა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ქალები არ უყვართ.

"ფემიციდის მორიგი საშინელი შემთხვევა: ქალს ხელკეთით სასტიკად სცემეს და ელექტროშოკით აწამეს - ამ ქვეყანაში ქალები არ უყვართ", - წერს ჯაბუა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა