თეგებით ძიება

მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების საუკეთესო გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის საუკეთესო გზა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებაა.

"მიმაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები იქნება უფრო სასარგებლო და საჭირო. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ამ მიმართულებით, თუ, რა თქმა უნდა, სომხეთი, ასევე, მზად არის ამისთვის“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მინისტრებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ თვეში რუსეთში უნდა გაიმართოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა