"უბედური კაცი ვარ, ერთი შვილი მყავდა და მომიკვდა, სახლში რომ მივალ, უნდა ვიტირო, არავინ არ მყავს, სულ მარტო ვარ" - 85 წლის ბაბუ, რომლის ნათქვამიც შეგძრავთ (ვიდეო)
სოიციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო დოლაზაშვილი ფეისბუქზე ემოციურ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მოხუცი კაცია აღბეჭდილი. 85 წლამდე ასაკის კაცი ცხოვრების ამაოებაზე და საკუთარ ტრაგიკულ ისტორიაზე საუბრობს.
"უბედური კაცი ვარ, ერთი შვილი მყავდა და მომიკვდა, სახლში რომ მივალ, უნდა ვიტირო, არავინ არ მყავს, სულ მარტო ვარ", - ამბობს ვიდეოში მოხუცი კაცი.
"ქუჩაში შეგვხვდა… ვისთან ხართო გვკითხა, ბავშვებს მოეფერა, 85 წლის ვარო, ორი სახლი მაქვს, მაგრამ რად მინდაო. ტირილით წავიდა, მეც ტირილით წამოვედი, როგორ უნდა დარჩე გულგრილი საშინელი ადამიანური ტკივილის მიმართ", - წერს ნინო დოლმაზაშვილი.