"ვადასტურებ, რომ დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას. გაუგებარია, რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები" - საკაშვილი მიმართვას ავრცელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ ის პალატაში წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა.
როგორც სააკაშვილი წერს, მისთვის გაუგებარია კლინიკის დირექტორის პოზიცია, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს.
"ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას.
ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი - ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.
ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული.
გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი", - წერს სააკაშვილი.
ჩხაიძე ამბობს, რომ იმ სივრცეში სადაც სააკაშვილია არანაირი რკინის ავეჯი და მითუმეტეს მაგიდა არ დგას.