მნიშვნელოვანი ახალი აღმოჩენა აჭარაში - რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
აღმოჩენა აჭარაში - ადგილობრივებმა სამარხები და სხვადასხვა სახის კერამიკის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ეს ქვა სოფლის ბიჭებმა აგერ ახლა, 25 მარტს აღმოაჩინეს ჩემს ჯაბნიძეებში, კერძოდ ქაშუეთში, კომაკეთის სერზე, ნაეკლესიარის მიმდებარედ...
ამ ქვამ გამოარღვია წარსულის ბურუსი, ჩვენამდე მოვიდა და გულაღმა ამობრუნდა, წამიკითხეთო...
...და, წერია ამ ფრაგმენტზე: ,,ქრისტე, შეიწყალე ბასილი და მისნი შვილნი..."
მანამდე ჩვენმა არქეოლოგებმა ნაეკლესიარის გათხრებისას დაასკვნეს რომ ამ ადგილზე მე-11__მე-13 საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია იდგა. აღმოჩენილია სამარხები, სხვადასხვა სახის კერამიკის ფრაგმენტები...
დარწმუნებული ვარ, ქაშუეთის მიწისქვეშ უფრო დიადის ფუძე იქნება დამარხული...
ეჰჰ, კიდევ რამდენი ციხე-ნაციხარი, ქალაქი-ნაქალაქარი, სოფელი-ნასოფლარი, ეკლესია-ნაეკლესიარი გვაქვს მოსაძებნი...
არქეოლოგებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ ქაშუეთის ნაეკლესიარის მიმდებარე ტერიტორია!..
p. s. განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. მათ ისედაც დაგეგმილი ჰქონიათ, ქაშუეთის არქეოლოგიური გათხრების გაფართოება და ამისთვის სამზადისი დაწყებული აქვთ. მანამდე, სულ მალე დაზვერვით სამუშაოს ჩაატარებენ...", - წერს ნიაზ ზოზიძე.