თეგებით ძიება

„როცა ხელისუფლება მთლიანად კლანების მოსამსახურეა, მაშინ ხდება ეს...“ - რას წერს დემურ გიორხელიძე?

ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ადგილობრივ ფერმერებს ხელს არ უწყობს.

„ათიათასობით დაუხნავ-დაუთესავ-მოუვლელი სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი დაუმუშავებელია საქართველოში და დაუმუშავებელია მიზანმიმართულად!

როცა ხელისუფლება მთლიანად კლანების მოსამსახურეა, მაშინ ხდება ეს.

მაშინ ხდება, რომ:

(ა) ადგილობრივ ფერმერს ხორბლის შესანიშნავი მოსავალი მოჰყავს საკუთარი შრომისა და რისკის ფასად და... ისე უკეთებენ, ხორბალი ულპება ანდა გროშებად უნდა ჩააბაროს! იმპორტიორებს საკუთარი სქემები აქვთ აწყობილი და აქაური პროდუქცია ხელისშემშლელია!

(ბ) ათასობით ტონა ვაშლი შემოდის იმპორტის გზით და საკუთარი ხილის ბაღები იჩეხება, რადგან იმპორტიორებს საკუთარი სქემები აქვთ აწყობილი და აქაური პროდუქცია ხელისშემშლელია!

(გ) ათასობით ტონა ბოსტნეული შემოაქვთ და საკუთარის წარმოებისთვის ყველა გზა იხშობა! - იმპორტით შემოტანილი პომიდორის გასაყიდი ფასი დანახარჯებზე 200%-ით მაღალია (!!!)  და ა.შ. და ა.შ.

ორი ყველაზე უვარგისი, გაფუჭებული და კლანებისმომსახურე სამინისტროა მთავრობაში (არც სხვები უქნია დიდად ღმერთს, მაგრამ ეს ორი - განსაკუთრებულია! - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ეს უკანასკნელი გარე კლანურ მმართველობასაა  დაქვემდებარებული, ყველა "დიდ კლანს" თავისი "შნირი" უზის სამინისტროში, ამიტომაც უწევენ პროპაგანდას პესტიციდებს, მახინჯ პროგრამებს, კლავენ საკუთარს, არაფერს ავიტარებენ და უცხოური ორგანიზაციებისა და მათი "შნირის" მეშვეობით მართავენ ყველაფერს.  ეს "შნირი" კი ორ სხვადასხვა "ხელისუფლებაში" განაგებდა ამ უწყებას და ბიძინა უფრო იოლად პრემიერ-მინისტრს გაანთავისუფლებს, ვიდრე მას მოჰკიდებს ხელს და ააღებინებს ხელს იმაზე, რაც კეთდება! აკი, გაანთავისუფლა თითქოს, მაგრამ, მთავრობის კალთას არ გააცილა! 

ასეა!

თავის მოტყუება თუ გნებავთ, - იტყუეთ!

თავში ქვაც შეგიძლიათ იხალოთ მსურველს, რადგან თუ ადამიანს ამის სურვილი აქვს, თუ დაუშლი, - მტრად მოგნათლავს. არცერთი სერიოზული ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ათვისება-განვითარების მიმართულებით არ გადადგმულა! რაც გადაიდგა, - მხოლოდ კლანებს მოემსახურა! თუ ვინმე გამინაწყენდება, - მე მზად ვარ გაცილებით დეტალურად და თქვენთვის ძალიან მტკივნეულად ავხსნა ეს ყველაფერი!“ - წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა