ვინ არის ვერაზე მოკლული ახალგაზრდა კაცი? - სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები
ვერაზე სისხლიანი დაპირისპირებისას მოკლული კაცის ვინაობა ცნობილია. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ის საბა გახოკიაა. გახოკია 40 წლამდე ასაკისაა.
ასევე ცნობილია დაპირისპირებისას ორი დაჭრილიდან ერთ-ერთის ვინაობაც - დაჭრილი ე.წ. ვერის საძმოს წევრი, გივი მარგველაშვილი, იგივე “გიჩოა”.
ერთ-ერთი ვერსიით, “გიჩოს” რამდენიმე პირი საცხოვრებელი სახლთან დახვდა და ძველ კონფლიქტის გამო დაუპირისპირდა. სროლას წინ ხმაური და გარჩევა უძღოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარჩევისას “გიჩოს” მისამართით გაისროლეს, რა დროსაც მარგველაშვილის დაცვის წევრმა, საპასუხო გასროლა განახორციელა.
დაპირისპირებას მოჰყვა გარდაცვალებაც,
წყარო: „ტვ პირველი“