თეგებით ძიება

ორივე ფეხში ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული - ვერაზე მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილ გიჩო მარგველაშვილს ქვედა კიდურებში ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მას ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში უტარდება. 

შეგახსენებთ, რომ ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილზე თავდამსხმელი 40 წლამდე საბა გახოკიაა, რომლის განეიტრალებაც მარგველაშვილის დაცვამ შეძლო. 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი წარსულში მომდარი დაპირსპირებაა.  ორ ბიზნესმენს შორის უთანხმოება წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემხვევა კაფე "ლა ვერაში" მოხდა და გარჩევაში დაახლოებით 15 პირი მონაწილეობდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა