„თბილისი გადაქცეულია 30-იანი წლების ჩიკაგოდ“ - ანა დოლიძე
პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე ვერაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
“ვერაზე მომხდარი მორიგ გარჩევაზე უკეთესი მაგალითი რა გინდათ საერთოდ სად ვართ. თბილისი გადაქცეულია 30-იანი წლების ჩიკაგოდ, სასაკლაოდ, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქე არც ერთი წამი არ ხარ უსაფრთხოდ. ხელისუფლებას არ აქვს სისხლის სამართლის პოლიტიკა, აქვს ნულოვანი აზროვნება, ხედვა, უნარი და შესაძლებლობა ქალაქი გახადოს უსაფრთო ყველასთვის. დაცვა უნდა გყავდეს, თურმე, და თავად ხომ ყავთ, რომ თავად გადარჩნენ”, - წერს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, ვერაზე სისხლიან დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლოდ 2 ადამიანი დაჭრილია.